პაატა დავითაია - ლუკაშენკოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიება, არის ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის შელახვა და მიანიშნებს, რომ ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის გეგმა უკვე ამოქმედდა

ოფიციალური შეხვედრები მინსკში ბელარუსის პრეზიდენტს და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებს შორის და ამ შეხვედრებზე, ლუკაშენკოს მიერ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიება, არის ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის შელახვა, რაზედაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფო და მკვეთრი რეაგირება უნდა მოახდინოს , - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

დავითაიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დააფიქსიროს მკვეთრი უკმაყოფილება და პოზიცია ბელარუსის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

„საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთთან ერთად უკვე აქტიურად ჩაერთო ბელარუსიც. რამდენიმე თვის წინ, ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში და ახლა უკვე აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ლიდერების ასლან ბჟანიას და ინალ არძინბას მინსკში ვიზიტი, საუბრები ეკონომიკურ პროექტებზე და დაახლოებაზე, არის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და აშკარად მიანიშნებს, რომ ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის გეგმა უკვე ამოქმედდა.

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთის გააქტიურების ფონზე, დუმილის რეჟიმში ყოფა და ამ ქმედებების არშემჩნევა, არის დანაშაული. ეს არის რუსეთის მზაკვრული გეგმის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის დასაწყისი.

მინსკში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. გააკეთოს მკვეთრი რეაგირება ბელარუსის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე - საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უნდა გაიგზავნოს დიპლომატიური ნოტა, ან მოხდეს კონსულტაციებისთვის ბელარუსში საქართველოს ელჩის გამოთხოვა“, - აცხადებს პაატა დავითაია.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა