საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ - „ხალხის ძალის“ ინიცირებულ კანონთან დაკავშირებით, უკიდურეს შეშფოთებასა და მტკიცე პროტესტს გამოვხატავთ

მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ინიცირება საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის მხრივ ამ დრომდე მიღწეულ შედეგებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

როგორც საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანონის მიღება დააზიანებს მედიებს, რომლებიც უცხოური მხარდაჭერით არსებობენ.

„ჩვენთვის, ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციისთვის, რომელიც 56 სათემო ორგანიზაციას აერთიანებს, მსგავსი კანონის მიღება კატეგორიულად მიუღებელია. ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების დიდი უმრავლესობის საქმიანობა, რომელიც უპირატესად კულტურული ღონისძიებებით შემოიფარგლება, დიდწილად დამოკიდებულია სხვა ქვეყნების დაფინანსებაზე, რაც მათ კანონის მიღების შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტებად აქცევს.

20 წელზე მეტია, ჩვენი ყოველდღიური მუშაობა და ძალისხმევა მიმართულია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაზე, საბჭოთა წარსულიდან მემკვიდრეობით დარჩენილი ნიჰილიზმის დაძლევაზე, სამოქალაქო თვითშეგნებაზე, აქტივიზმის წახალისებასა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან ბრძოლაზე, რაც ეთნიკურ უმცირესობებს ქვეყნისათვის უცხო სხეულად წარმოაჩენდა.

ზემოაღნიშნული კანონპროექტის ინიცირება, არათუ მისი მიღება, ისევე, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები, რეალურ საფრთხეს უქმნის ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის მხრივ, ამ დრომდე მიღწეულ შედეგებს. კანონის მიღება დაგვაბრუნებს წარსულში, შეაფერხებს სათემო ორგანიზაციების საქმიანობას, გააძლიერებს სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ქვეყნის ეთნიკურად არადომინანტური მოსახლეობის მიმართ და ხელს შეუწყობს მათ მარგინალიზაციას.

გარდა ამისა, კანონის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს რეგიონულ დონეზე დემოკრატიული განვითარების კიდევ ერთ მამოძრავებელ ძალას, მედიას, რომელიც ასევე ძირითადად უცხოური მხარდაჭერით სულდგმულობს.

შედეგად, მივიღებთ ეთნიკურ უმცირესობათა მოსახლეობაში გაძლიერებული შიშის განცდას, გაღრმავებულ დეზინტეგრაციას, სამოქალაქო აქტივიზმის ბირთვის მოსპობას, რომ აღარაფერი ითქვას რეგიონებში სამოქალაქო სექტორისა და მედიის დემონიზებასა და ფაქტობრივ პარალიზებაზე, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე”, - ნათქვამია „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებაში.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს