ზურაბ აბაშიძე - სააკაშვილის უკანონო გზით ქვეყანაში დაბრუნება იყო კრიმინალური აქტი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხით სპეკულირება.

„მე, როგორც დედაქალაქის ისტორიული უბნის – მთაწმინდის რაიონის წარმომადგენელი საკრებულოში, მინდა, გამოვეხმაურო ჩემი გუნდის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს თბილისში არსებულ ავარიულ შენობებთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, მთაწმინდის რაიონი გამორჩეულია თავისი მდიდარი წარსულითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტია მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, შევინარჩუნოთ ჩვენი ისტორიული უბნის იერსახე.

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ავარიული შენობების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სენსიტიურია. ვიზიარებ ჩემი კოლეგების პათოსს და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა – ხორციელდება ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა, რაც საშუალებას გვაძლევს, ეტაპობრივად დავძლიოთ არსებული გამოწვევები,“ – ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც კომპანია „ჯორჯიან უორეთ ენდ ფაუერს“ შეეხებოდა. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ამ კუთხით მნიშვნელოვანია ინვესტორებთან აქტიური შეხვედრების გამართვა, მათი პოზიციის მოსმენა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება.

სიტყვით გამოსვლისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ გააკეთა განცხადება. ზურაბ აბაშიძის თქმით, მან, ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრების მსგავსად, უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე და მოიხადოს შესაბამისი სასჯელი.

„დავასრულოთ სააკაშვილზე მუდმივი საუბარი, მან, ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრების მსგავსად, უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე და მოიხადოს შესაბამისი სასჯელი. არაკანონიერი გზით მისი დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში იყო კრიმინალური აქტი, უბრალოდ ამას არც ერთი ნაციონალური მოძრაობის წევრი არ აღიარებთ.

ის გამოსვლები და აქციები, რომელსაც თქვენ მართავთ არის სრულიად უსაფუძვლო და აზრს მოკლებულია. თქვენი ყველა ქმედება არის დევალვირებული და ამას ყველა ვხედავთ.

უნდა შეწყვიტოთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხით სპეკულირება. ყველასთვის ცხადია, რომ მან ეს მდგომარეობა თვითონ შეიქმნა,“ – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

აღნიშნულ კომენტარს თბილსისი საკრებულო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა