გიორგი ჩაკვეტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ევროინტეგრაციასა და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი ცნებაა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ევროინტეგრაციასთან და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი ცნებაა.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომ ევროინტეგრაციაზე და ადამიანის უფლებებზე ილაპარაკებს დაახლოებით იგივეა, რომ უდაბნოში თოვლი მოვიდეს. თქვენი პარტია და ადამიანის უფლებები არათავსებადია. ეს პარტია ახლა უკვე ოპოზიციიდან არის საქართველოს წინააღმდეგ. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კი, ყოველთვის ცდილობდა ძირი გამოეთხარა ევროინტეგრაციისთვის. ჩაბარებული ტერიტორიები, მიტოვებული ჩვენი გმირი სამხედროები, ევროპის საბჭოს რეზოლუციის სამარცხვინო მხარდაჭერა, რაც თქვენმა დელეგაციამ გააკეთა. ასევე, რუსეთზე გასხვისებული სტრატეგიული ობიექტები და ადამიანის გათელილი უფლებები. ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ და სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - რეალურად, ამ ორივე საქმეში, სააკაშვილი იყო და არის საქართველოს წინააღმდეგ’’,-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

როგორც მან საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, ჩვენი ქვეყანა და ევროპული განვითარება შეუქცევადია. მისივე თქმით, ქვეყანამ მიიღო ისტორიული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მიღებასაც ელოდება.

„ჩვენ ჯერ კიდევ შარშან უნდა მიგვეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რომ მომხდარიყო კოპენჰაგენის კრიტერიუმებისა და იმ რეფორმების გათვალისწინება, რაც მათ შორის 3 თებერვალს ევროკომისიის ანგარიშით დადასტურდა. ჩვენს ქვეყანაში არ იქნება ესკალაცია და დაძაბულობა. ძალიან უნიჭოდ ცდილობს თქვენი პარტიის ლიდერი, რომ მოხდეს არეულობა. რეალურად კი, საქმე ეხება იმ სასჯელისგან თავის არიდებას, რომელიც მას სასამართლომ მიუსაჯა. ჩვენი ქალაქი და ქვეყანა კი, გააგრძელებს მშვიდობიან, ევროპულ განვითარებას’’,- აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა