კახა ლაბუჩიძე - ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა მესაკუთრის უფლებების სრული დაცვით ხორციელდება

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი კახა ლაბუჩიძე, რამდენიმე საკითხს გამოეხმაურა, მათ შორის თბილისში ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ პროგრამა თითოეული მესაკუთრის ინტერესთა დაცვით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ავარიული შენობა-ნაგებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩანაცვლდება, თუკი დაინტერესებული პირები თანახმა იქნებიან, რაც მესაკუთრის ინტერესის საზიანო ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას გამორიცხავს.

„გარკვეულმა მედიაორგანიზაციებმა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს და ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა ისე წარმოაჩინეს, თითქოს, მოქალაქეთა საკუთრების უფლება ილახება, რაც დეზინფორმაციაა და თბილისელების შეცდენას ემსახურება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ცრუ პიარკამპანიამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, საჭიროა მათთვის დამატებითი განმარტების გაკეთება. მზად ვართ ამ მიმართულებით იმდენჯერ შევხვდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რამდენჯერაც ამის საჭიროება იქნება“, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან