ვახტანგ გომელაური - ომის დაწყებიდან დევნა დაიწყო რუსეთის 246 და ბელარუსის 16 მოქალაქეზე - ამ კუთხით ქვეყანაში კრიმინალის გაზრდის საფრთხე არ გვაქვს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში სამართლებრივი დევნა დაიწყო რუსეთის 246 და ბელარუსის 16 მოქალაქის მიმართ. აღნიშნულის შესახებ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შს მინისტრმა განმარტა, ამ მხრივ ქვეყანაში კრიმინალის გაზრდის საფრთხე არ არსებობს.

„ომის დაწყებიდან, ანუ 2022 წელი მთლიანად რომ ავიღოთ, დანაშაული არის 0,5%. რიცხობრივად არის რუსეთის - 246 მოქალაქე, რომელზეც დევნა დაიწყო, 314 დანაშაულზე. რაც შეეხება ბელარუსს, ბელარუსის 16 მოქალაქეზე დაიწყო დევნა, 18 საქმესთან მიმართებით. მთლიანობაში კი, 0,5% -ია [დანაშაულის რიცხვი] რაც ქვეყანაში მოხდა. ასე რომ, ამ კუთხით, რაიმე საფრთხე, კრიმინალის გაზრდის საფრთხე ქვეყანაში არ გვაქვს“ , - განაცხადა გომელაურმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა