მამუკა მდინარაძე  აცხადებს, რომ ამერიკული კანონიდან კოპირებულ კანონპროექტს, რომლის ალტერნატიული პროექტის სახით ინიცირებასაც “ხალხის ძალა“ აპირებს, “ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ექნება

იმაზე რატომ არავინ ლაპარაკობს, რომ ამ ქვეყანაში რადიკალური ისლამიზმის რაღაც მიმდევრობების და კონცეფციების დაფინანსება ხდება და კაციშვილმა არ იცის, საიდან რა ფული შემოდის, რა ფინანსდება და რისი პროპაგანდა მიდის?! ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაინც და მაინც დასავლეთს მიახტებიან ხოლმე - დაფინანსება ჩრდილოეთიდანაც არის, სამხრეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც - ეს განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა.

ამასთან, მდინარაძის ინფორმაციით, ამერიკული კანონიდან გადმოთარგმნილ და გადმოკოპირებულ კანონპროექტს, რომლის ალტერნატიული პროექტის სახით ინიცირებასაც “ხალხის ძალა“ აპირებს, “ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ექნება.

მდინარაძის თქმით, ამერიკული კანონი ძალიან მკაცრი, ხისტი, ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელია და ასეთი კანონი საქართველოში არ უნდა მუშაობდეს.

“ამ სფეროში ასეთი მკაცრი კანონის შემოტანა NGO სექტორს და ზოგადად, საზოგადოების ინტერესებს მართლა დააზიანებს. ჩვენ მათ (“ხალხის ძალას“) ვთხოვეთ, რომ თუ პროექტის ინიცირება უნდოდათ პროექტიდან აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ. მათ ეს გაკეთეს. ამის მიუხედავად ამხელა ამბავი ატყდა - ყური სიტყვა “აგენტს“ მოჰკრეს და ხედავთ, გარკვეული ჯგუფების რამხელა ლუსტრაცია მოხდა.

ინიცირებული კანონპროექტით არავითარი შეზღუდვა არ შემოდის. ერთადერთი, რაც კანონის შინაარსში დევს, არის ის, რომ უცხოური დაფინანსების 20%-ის გადაცდენის შემთხვევაში, ათის დღის განმავლობაში რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ერთი წლის განმავლობაში ფინანსური ანგარიში წარადგინონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის მტკიცებით, ფინანსური გამჭვირვალობისთვის საგადასახადო ვალდებულებების შესრულება და შესაბამისი დეკლარაციის შევსება საკმარისი არ არის.

“მაშინ პარტიებიც ასე ვიზამთ! ეს რომ საკმარისი იყოს, მაშინ მსოფლიოში ფინანსური გამჭვირვალობის სხვა მეთოდები არ იქნებოდა - მათ შორის არც აშშ-ში! ის თუ საიდან მოდის დაფინანსება, ეს თუ სადმე ვალდებულების სახით არ იქნება, მხოლოდ საშემოსავლო გადასახადებით სწორ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამჭვირვალე ბიუჯეტია და ბიუჯეტში საიდან რა შემოდის და გადის, ყველაფერი ასახულია - NGO სექტორისგან განსხვავებით.

რაც შეეხება “უცხოური გავლენის“ ცნებას, გავლენა შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც. მართლაც არსებობს უამრავი დონორი ორგანიზაცია, რომელიც ჩვენნაირ პატარა, განვითარებად ქვეყნებს კეთილშობილური მიზნების შესრულება-აღსრულებისთვის ეხმარებიან. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ცუდია - როგორ შეიძლება ეს ცუდი იყოს?! შეიძლება ეს დაფინანსება პოლიტიკას საერთოდ არ ეხებოდეს - ეხებოდეს სოფლის მეურნეობის განვითარებას, განათლებას და მათ საკუთარი დიდი ფინანსებით რაღაც პროცესებზე პოზიტიური გავლენა აქვთ.

ჩვენ სხვა შემთხვევებთან გვაქვს საქმე - არის დიდი ფულით ცუდი გავლენის მცდელობები. უბრალოდ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან ფინანსდება ესა თუ ის ორგანიზაცია - კანონში მეტი არაფერი წერია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში მმართველ უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატების სახელით ინიცირებულია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი. საკანონმდებლო ინიციატივა "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს კვლევა ჩაატაროს.

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან