ანჯეი დუდა აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტი “არაჩვეულებრივი ჟესტი” იყო

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს უკრაინაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

ვარშავაში ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის დაწყებამდე დუდამ აღნიშნა, რომ ბაიდენის კიევში ვიზიტი “არაჩვეულებრივი ჟესტი” იყო, რომელმაც რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელების საბრძოლო სული გააძლიერა.

“მნიშვნელოვანი სიგნალი იყო, რომ თავისუფალმა სამყარომ ისინი არ დაივიწყა, რომ თავისუფალმა სამყარო და მისი უდიდესი ლიდერი, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მათ გვერდით დგას”, - თქვა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ საერთაშორისო წესების დარღვევისა და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების ფონზე აღნიშნულმა ვიზიტმა მოსკოვსაც გაუგზავნა სიგნალი.

დუდამ თავისი ქვეყნის მოქალაქეების სახელითაც გამოხატა მადლიერება.

“მჯერა, რომ პოლონელი ხალხი აღიქვამს ამას, როგორც იმ წვლილის დაფასებას, რომელიც ჩვენ შევიტანეთ უსაფრთხოების მშენებლობაში ევროპის ჩვენს ნაწილში”, - თქვა დუდამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში