ანა ნაცვლიშვილი შს მინისტრს - რა პროცედურაა, რომელიც ყველა ანტიპუტინისტს საქართველოში კარს უხურავს და სხვა ყველას უკონტროლოდ უშვებს?

რა პროცედურაა, რომელიც ყველა ანტიპუტინისტს საქართველოში კარს უხურავს და სხვა ყველას უკონტროლოდ უშვებს? - ამ კითხვაზე პასუხი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისგან “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მოითხოვა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, აქტივისტებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს, რომლებიც პუტინთან ღია კონფრონტაციაში არიან, საქართველოში ძალიან გაუგებარი და ბუნდოვანი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე არ უშვებენ.

“რამდენად უსაფრთხოა დღეს საქართველო, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოდან ადამიანები უკონტროლოდ შემოდიან? “ლელოს“ პოზიცია არ არის, რომ არავინ უნდა შემოვიდეს - თუ დედა შვილებთან ერთად გამორბის ან მორბის აქტივისტი, რომელსაც პუტინის რეჟიმი ციხით ემუქრება, ჩვენ მათ არშემოშვებაზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ სავიზო რეჟიმზე ვსაუბრობთ, რომელსაც სახელმწიფოს, თქვენ შესაძლებლობას და ამავე დროს პასუხისმგებლობას მოგცემდათ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოდან შემომსვლელი ადამიანების საფრთხეები ინდივიდუალურად შეაფასოთ და სახელმწიფოს ინტერესი ამ შეფასების საფუძველზე დაიცვათ“, - მიმართა გომელაურს ანა ნაცვლიშვილმა.

შს მინისტრი პარლამენტის წინაშე “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვიდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან