მოლდოვის პრემიერი - რუსეთს მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციის რამდენიმე სცენარი აქვს - ჩვენი ინსტიტუტები ასეთი გამოწვევებისთვის მზად არიან

რუსეთს მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციის რამდენიმე სცენარი აქვს. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა განაცხადა.

“დესტაბილიზაციის რამდენიმე სცენარი იყო და არის. ისინი რამდენიმე ელემენტს მოიცავენ, კერძოთ იმათ, რომლებიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახსენა. მაგრამ ჩვენი ინსტიტუტები ასეთი გამოწვევებისთვის მზად არიან: შემოდგომაზე საკმაოდ არასტაბილური პერიოდი გადავიტანეთ, სოლიდური გამოცდილება გვაქვს და სხვადასხვა სცენარებისთვის ვართ მზად”, - თქვა რეჩანმა.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ვითარებას ახლა მოლდოვის მთავრობა აკონტროლებს და მთავრობის შემდგომი გეგმები ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე იქნება მიმართული. კერძოდ, კიშინოვს ასეთი ხერხით დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარებაც სურს.

“ჩვენი მიზანია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, მარცხენა სანაპიროს ჩათვლით. მოლდოვა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას უჭერს მხარს. ბევრი სცენარია, ნახსენებია მხოლოდ ერთი სცენარი და ისინი ახლა არ გაჩნდნენ. ეს სცენარები იმ მომენტიდან არის შემუშავებული, რაც რუსეთმა ომი დაიწყო”, - თქვა რეჩანმა.

ცნობისთვის, აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრიზისულ ვითარებაში უკრაინა მზად არის მოლდოვას დაეხმაროს თუ კიშინევის ლიდერები კიევს შესაბამისი მოთხოვნით მიმართავენ. ზელენსკის თქმით, საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ კრემლს დნესტრისპირეთში მეორე ფრონტის გახსნა სურს. ამისთვის მას კიშინევის აეროპორტის დაპყრობა აქვს გეგმებში, რათა სახელმწიფო გადატრიალების განსახორციელებლად ჯარების გადასროლის საშუალება ჰქონდეს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის