შს მინისტრი მეგრელიშვილს - ახალგაზრდა ადამიანს უნდა გიხაროდეს, ელემენტარულად, იარაღის მოხმარება ისწავლო, პატარა ქვეყანა ვართ, სულ საფრთხის ქვეშ - რატომ არ შეიძლება ყველამ გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური?

ახალგაზრდა ადამიანს უნდა გიხაროდეს, ელემენტარულად, იარაღის მოხმარება ისწავლო, რაღაც ისწავლო. პატარა ქვეყანა ვართ, სულ საფრთხის ქვეშ ვართ და რატომ არ უნდა იცოდეს? ვთქვათ, ომი დაიწყოს და უცებ მობილიზაცია გამოცხადდეს, გეყოლება ახალგაზრდები, რომლებსაც იარაღი თვალით არ უნახავთ, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, როდესაც უპასუხა „გირჩის“ დეპუტატის ვახტანგ მეგრელიშვილის შეკითხვას „სამხედრო კოდექსთან“ დაკავშირებით, კერძოდ, სავალდებულო ჯარზე.

როგორც გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ყოფნისას განმარტა, იზიარებს იმ პოზიციას, რომ ჯარისკაცს ხელფასი 120 ლარზე მეტი უნდა ჰქონდეს.

„მესმის, რომ 120 ლარი ძალიან ცოტაა. თუმცა, ხაზს გავუსვამ, რომ ამ ადამიანებს 1 წელი უწევთ ყოფნა. წელიწადში დაახლოებით 4 თვე მუშაობენ, რომლებსაც აქვთ კვება, რა თქმა უნდა, ფორმა, ჯანდაცვის დაზღვევა და ა.შ.

გადაწყვეტილებას როგორც მიიღებს სახელმწიფო და როგორც იქნება, გასაგებია. 2025 წლიდან ჩვენთან აღარ იქნება ჯარი და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში იქნება. თუმცა, მე ხაზს გავუსვამდი, რომ შენს ქვეყანას ემსახურო 1 და 2 წელი, მე მგონი, პრობლემა რა უნდა იყოს. თუნდაც ისრაელის მაგალითი ავიღოთ, რატომ არ მოგწონთ? მე ძალიან მომწონს, თუნდაც სამსახურების, ძალოვნების, უსაფრთხოების, „მოსადის“, “შაბაკის“ მუშაობა. ძალიან მაგრები ხომ არიან, ხომ მოგვწონს, რომ მაგრად იცავენ თავს, ჩვენც ხომ გვინდა, რომ მაგრები ვიყოთ, რატომ არ შეიძლება ყველამ გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური? ბოდიშს მოვიხდი, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დაგეთანხმებით, სამწუხაროდ.

მესმის, შეიძლება 120 ლარზე მეტი უნდა ჰქონდეს ჯარისკაცს, შეიძლება ამაში დაგეთანხმოთ, თუმც ის, რომ ჯარში არ წაიყვანო ადამიანი, მაშინ ვინ უნდა იმსახუროს ჯარში, ჩემი აზრით, უნდა იმსახურონ“, - განაცხადა გომელაურმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ