შს მინისტრი - მითხრეს, რომ რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე არ შემოუშვეს, თითქოს ქვეყანა დაინგრა -  ჯერ ჩვენს მოქალაქეებს მივხედოთ, რომლებიც დაწყებული მექსიკის საზღვრიდან, სხვა ბევრ ქვეყანაში ჩადიან და არ უშვებენ

ხშირად მწყდება გული, როდესაც ქართველები ამა თუ იმ ქვეყნის საზღვართან სხედან და არ უშვებენ. არასდროს მინახავს ოპოზიციიდან ვინმე გამოსული და ეთქვას, რა ხდებაო, ან ელჩისთვის მიემართა, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა “ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის კითხვის პასუხად განუცხადა.

ანა ნაცვლიშვილმა შს მინისტრს მიმართა, რომ აქტივისტებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს, რომლებიც პუტინთან ღია კონფრონტაციაში არიან, საქართველოში გაუგებარი და ბუნდოვანი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე არ უშვებენ.

„მითხრეს, რომ რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე არ შემოუშვეს და თითქოს ქვეყანა დაინგრა. გუშინ, რუსეთის 9 მოქალაქე არ შემოვუშვით. ქალბატონი ელენე ხოშტარია მობრძანდა აეროპორტში, ორ თანმხლებ ადამიანთან ერთად და ატეხეს ამბავი, როგორ შეიძლება, რომ არ შემოუშვითო. მიკვირს, იმ 8 ადამიანზე რატომ არ იკითხა.

ხშირად მწყდება გული, როდესაც ქართველები ამა თუ იმ ქვეყნის საზღვართან სხედან და არ უშვებენ. არასდროს მინახავს ოპოზიციიდან ვინმე გამოსულიყო და ეთქვას, რა ხდებაო, ან ელჩისთვის მიემართა. ამაზე არავინ ხმას არ იღებს. ერთის მხრივ ამბობენ, რუსეთს საზღვრები დაუკეტეთ, არ შემოუშვათო....

არ ვიცი, ვინ იყო, გუშინ ატყდა ამბავი - „როგორ შეიძლება ეს ადამიანი არ შეუშვათ, ეს არის გადამრჩენელი, პუტინის დამამარცხებელი, ეს ებრძვის მარტო რუსეთის პრეზიდენტს და უნდა შემოვუშვათ“. ასეთი მიდგომა ჩემი აზრით, არასწორია. ჯერ ჩვენს მოქალაქეებს მივხედოთ, რომლებიც დაწყებული მექსიკის საზღვრიდან დამთავრებული სხვა ბევრ ქვეყანაში ჩადიან და არ უშვებენ“, - განაცხადა მან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან