საკრებულოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მიულოცა.

„2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, აღინიშნება. მოხარულები ვართ, რომ დღევანდელ ღონისძიებას თბილისის საკრებულო მასპინძლობს. ქართული ენის, ასევე საქართველოში მცხოვრები მრავალი ეთნოსის მშობლიური ენის შენარჩუნებისა და განვითარების საკითხი ჩვენთვის ძალიან აქტუალურია და ამას ის ადამიანები უწყობენ ხელს, რომლებიც დღეს აქ გვესწრებიან, რისთვისაც მათ მინდა მადლობა გადავუხადო. ყველას გილოცავთ მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემაც, მიმართა და მშობლიური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ, როგორც დემოკრატიულ პლატფორმაზე მდგომი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი ქვეყანა, ასევე მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობის ტრადიციის, მრავალეროვანი და მრავალენოვანი საზოგადოების თანაცხოვრების გამოცდილების მქონე ერი, ვუერთდებით საერთაშორისო ვალდებულებას, რათა საქართველოში მცხოვრებ ამა თუ იმ ენობრივ ჯგუფს ხელი შევუწყოთ მშობლიური ენის დაცვასა და განვითარებაში“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ღონსძიებაზე სიტყვით სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ ბოლქვაძე გამოვიდნენ.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში 15 მეცნიერი და ხელოვანი დააჯილდოვეს.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იუნესკომ ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით 1999 წელს დააწესა. საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015-2016 წლებში შესაძლებელი გახდა საქართველოს ზოგიერთ სკოლაში მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების სწავლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 1978 წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დედაენის დღედ 14 აპრილი გამოცხადდა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი