არჩილ თალაკვაძე - ვახტანგ გომელაური არის პროფესიონალი და ადამიანი, რომელსაც მართლა ესმის ძირეულად, რას ნიშნავს სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა

ვახტანგ გომელაური არის პროფესიონალი და ადამიანი, რომელსაც მართლა ესმის ძირეულად თუ რას ნიშნავს სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა", - ასე შეაფასა შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ. ვახტანგ გომელაურს დღეს „მინისტრის საათის" ფორმატში პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს.

თალაკვაძის განცხადებით, მინისტრს სრული პასუხისმგებლობით ესმის, რომ ქვეყანაში მართლწესრიგთან არის დაკავშირებული ბევრი სხვა სფეროს განვითარება.

„ჩვენ ვნახეთ საქართველოს პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა სხვა უწყებებთან, როდესაც ასეთი ფუნქციური გადაკვეთები ხდებოდა. მე გავიხსენებ პერიოდს, როდესაც თუნდაც კოვიდპანდემია იყო, როგორ იმუშავეს ჩვენმა პოლიციელებმა და როგორი კარგი კოორდინაცია იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურებთან, თუ საქართველოს თავდაცვის სისტემასთან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს, თითოეულ მეხანძრე-მაშველს, მესაზღვრეებს, ადამიანებს, რომლებიც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში მუშაობენ სხვადასხვა სამსახურებში.

„თქვენი დამსახურება არის უდიდესი, რომ ქვეყანა დღეს ვითარდება, საქართველოს აქვს უსაფრთხოება, საქართველოს აქვს ეკონომიკური ზრდა და საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა, მომავალი, რომელიც ჩვენი წინაპრების ოცნება იყო, რომელიც ჩვენი გასაკეთებელია, რომელიც ასევე შეეხება ჩვენი შვილების მომავალს. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ ტრიბუნიდან მაშველებს, რომლებიც თურქეთში ურთულეს პირობებში განაგრძობენ სამაშველო ოპერაციას და არაერთი ადამიანის დახმარება შეძლეს.

მინდა განსაკუთრებით გამოვყო პრემიერ-მინისტრის და მთავრობის, ბატონი მინისტრის ინიციატივა რომ მომხდარიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საფრენი აპარატურის პარკის განახლება, 3 შვეულმფრენი, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ყიდულობს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი შენაძენი, ვინაიდან ეს არის მულტიფუნქციური საფრენი აპარატები, რომლებიც სამაშველო-საოპერაციო, სხვა ოპერაციების შესრულება შეუძლია.

ეს არის მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის დამსახურება. წლების განმავლობაში ვერ შეძლო სხვა მენეჯმენტმა ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს