ჯო ბაიდენი - უკრაინა არასდროს მისცემს გამარჯვებას რუსეთს - უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა, ნატო არ დაიყოფა და ჩვენ არ დავიღლებით

ახლა ისტორიის გარდამტეხი მომენტია, რომელიც ათწლეულებით განსაზღვრავს მომავალს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“მუდმივი ფასეულობები უნდა დავიცვათ - არჩევანი იმედსა და შიშს შორის, თავისუფლებასა და მონობას შორის, შეზღუდვებსა და შესაძლებლობებს შორის. შესაძლებლობები ჩნდება, როდესაც ხალხი თავისუფალია. არ არსებობს უფრო დიდი მისწრაფება, ვიდრე თავისუფლება. ამაზე არის ამერიკა აშენებული”, - თქვა ბაიდენმა.

მისი თქმით, დიქტატორებსა და ტირანებს მხოლოდ “არა, არა და არა” სიტყვები ესმით.

“დიქტატორი ვერასდროს ვერ შეძლებს ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის დამარცხებას. უკრაინა არასდროს არ მისცემს გამარჯვებას რუსეთს… პუტინს ნატოს “ფინლანდიზაცია” სურდა, ამის ნაცვლად ფინეთის “ნატოიზაცია” მიიღო”, - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზელენსკი დემოკრატიული მთავრობის მეთაურია, რომელიც ხალხის ნებას წარმოადგენს.

“ეჭვი არ უნდა არსებობდეს. უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა, ნატო არ დაიყოფა და ჩვენ არ დავიღლებით”, - თქვა ბაიდენმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა