ვახტანგ გომელაური - გვეუბნებიან, რომ რუსეთს ვიზები გავუჩეროთ, ყველაფერი ჩამოვართვათ და გადავკეტოთ, შემდეგ აჟიოტაჟი ტყდება, რომ ვიღაც ჟურნალისტი, მწერალი თუ მხატვარი არ შემოუშვეს

თან გვეუბნებიან, რომ რუსეთს ვიზები გავუჩეროთ, ყველაფერი ჩამოვართვათ და გადავკეტოთ, შემდეგ დიდი ორკესტრირებული აჟიოტაჟი ტყდება, რომ ვიღაც ჟურნალისტი, მწერალი თუ მხატვარი არ შემოუშვეს, - ეს განცხადება შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

ამ კონტექსტში გომელაურმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებში საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ უშვებენ.

“არასდროს მინახავს ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ან არასამთავრობოები, რომ ამის შესახებ ეთქვათ, რა ხდება, როდესაც ჩვენი მოქალაქე რომელიღაც ქალაქის აეროპორტში სამი დღე მშიერი ზის და ქვეყანაში არ უშვებენ - რა ხდება ან ელჩს დაუძახონ არ რაღაც“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, “წელს 13 ათასით უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა“

“მთლიანობაში არის რაღაც პატარა სხვაობა. სხვაობა 60 ათასი შეიძლება იყოს. მილიონები არ არის, რასაც ხაზს უსვამენ. შეიძლება სხვაობა იყოს 60 ათასი, ვინც ომის დაწყებიდან შემოვიდა და რაც დღემდე გავიდა. ის, რომ საქართველო რუსებით გაივსო, რაღაც საფრთხეებია და რატომ არ ვაკონტროლებთ - ეს არასწორია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან