შს მინისტრი ჟურნალისტს - რა უნდა გამოვრიცხო, რომ ხვალ გახარიას, გომელაურის ან ვიღაცის წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყება? - როგორ უნდა გამოვრიცხო?

რა უნდა გამოვრიცხო, რომ ხვალ გახარიას, გომელაურის ან ვიღაცის წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყება?! ეს როგორ უნდა გამოვრიცხო? - ხვალ შეიძლება რაღაც გარემოება იყოს და მათ შორის პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს, - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებების გათვალისწინებით თუ გამორიცხავს მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, გამოძიების დაწყებას არც საკუთარ თავთან დაკავშირებით გამორიცხავს.

“გამოძიება შეიძლება ვიღაცამ ჩემზეც დაიწყოს - რა პრობლემაა? ვიღაცამ რაღაც დამაბრალოს, რომ ეს გააკეთა და გამოძიება დაიწყოს. ასეთი არა ერთი დაწყებულა და გამოვუკითხივარ. ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება, რომ გამოვრიცხავ ვიღაცაზე გამოძიება დაიწყოს. ის თუ რა განცხადება გააკეთა გიორგი გახარიამ, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ვახტანგ გომელაურმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა