ბექა ოდიშარია - რისთვის მივისწრაფვით ევროპაში -  გვინდა, რომ იყოს მეტი თავისუფლება, განათლება და მეტი შემოსავალი

რისთვის მივისწრაფვით ევროპაში - გვინდა, რომ იყოს მეტი თავისუფლება, განათლება და მეტი შემოსავალი. თუ გვინდოდა ჩაკეტილი ვყოფილიყავით და რკინის ფარდა ყოფილიყო, კი ვცხოვრობდით ასეთ ქვეყნაში 70 წელი , - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გამოსვლის შემდეგ.

მიგრაციის საკითხებზე საუბრისას, ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ახალი შესაძლებლობები - შენგენის ზონაში გაერთიანება და ვიზალიბერალიზაცია აჩენს მეტ შესაძლებლობებს და მიმოსვლის გაადვილება, თავის მხრივ, ზრდის მიგრაციას.

„ვის უხარია, რომ შრომისუნარიანი ახალგაზრდები მიბრძანდებიან სამუშაოდ, მაგრამ მოდით მათაც ვკითხოთ. ადამიანს, რომელსაც ერთი და იგივე პროფესიაში, საქართველოში, ეკონომიკიდან გამომდინარე, აქვს 5-ჯერ ნაკლები ხელფასი, როგორ შეიძლება აუკრძალო, რომ სადმე წავიდეს. ამის პრევენცია კი, ეკონომიკის ზრდაა, ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფაქტია.

შენგენის ზონაში გაერთიანება და ვიზალიბერალიზაცია, მეტი თავისუფლება და მეტი შესაძლებლობა იძლევა სტატისტიკას და ფაქტობრივად აკეთებს იმას, რომ ადამიანები ეძებენ უკეთეს სამუშაოს და ბუნებრივად, ისინი მიგრირდებიან საკუთარი ქვეყნიდან და ამას, მათ შორის, ევროპული კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით ვამბობ.

მიგრაციას მსოფლიო ტრაგედიას აღარ ეძახის, გაგებით ეკიდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისულებამ ხელები ჩამოუშვას და არ იმუშაოს ეკონომიკის განვითარებაზე. ვფიქრობ, ამაში, როგორც მინიმუმ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, ამ შეთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და მთავრობის სხვა წევრებს, თუ პარლამენტის წევრებს, ბრალს ვერავინ დაგვდებს“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა