ბექა ფერაძის განცხადებით, თუ ექიმები და ექთნები მათთვის განკუთვნილ მინიმალურ ანაზღაურებას ვერ მიიღებენ, კლინიკების მიმართ საჯარიმო სანქციები იქნება გამოყენებული

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, თუ ექიმები და ექთნები მათთვის განკუთვნილ მინიმალურ ანაზღაურებას ვერ მიიღებენ, კლინიკების მიმართ საჯარიმო სანქციები იქნება გამოყენებული.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სანქციები, გულისხმობს დაჯარიმებას და კლინიკისთვის შესაბამისი თანხის დაკავებას.

„ზოგადად, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გამოიყენოს, როგორც გაფრთხილების, ისე დაჯარიმების, სამუშაო პროცესის შეჩერების მექანიზმი. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებებს, აქ გარდა აღნიშნული სანქციებისა, გვაქვს დამატებითი მექანიზმი, კონკრეტულად მიემართება სამედიცინო დაწესებულებას, რომ საყოველთაო ჯანდაცვიდან მოხდება თანხის სამმაგი ოდენობის დაკავება. ჩვენ მივმართავთ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და მოხდება თანხის დაკავება მანამ, სანამ სამედიცინო დაწესებულება მედპერსონალს არ ჩაურიცხავს კუთვნილ ანაზღაურებას. ეს მექანიზმი ვფიქრობ, ეფექტური იქნება.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო ელექტრონულ პროგრამაზე მუშაობს, რომლის საშუალებითაც, ყოველთვიურად ელექტრონულად გაკონტროლდება სამედიცინო დაწესებულება კეთილსინდისიერად ახორციელებს თუ არა სახელმწიფოს წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას.

ეს იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებას მოუწევს დაარეგისტრიროს ექიმები და ექთნები ელექტრონულ პლატფორმაზე. ჩვენ შესაბამისი მექანიზმებით გავაკონტროლებთ რამდენი საათი იმუშავა ამა თუ იმ მედპერსონალმა, შესაბამისად, ნამუშევარი საათების პროპორციულად ჩაერიცხა თუ არა ის ანაზღაურება, რაც მას ეკუთვნოდა“,- აღნიშნავს ფერაძე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას