ბადრი ესებუას ბრალდების საქმეზე სასამართლო დაზარალებულების გამოკითხვას იწყებს

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმის პროკურორის, მირანდა წერეთლის განცხადებით, ბრალდების მხარე დაცვის მხარის პოზიციას ელოდება წინა პროცესზე წარდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ბრალდება ესებუას ხმისა და სუნისა ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა.

წერეთლის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოიკითხებიან დაზარალებულები.

„ვაგრძელებთ საქმის განხილვას, ველოდებით დაცვის მხარის პოზიციას ჩვენს მიერ წარდგენილ შუამდგომლობებთან დაკავშირებით. მათ პოზიციას ჩვენ მოვისმენთ ოფიციალურად დაცვის მხარის მიერ, რასაც გააჟღერებს სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად, გვექნება გარკვეული არგუმენტები იმის მიხედვით, რა პოზიციაც ექნება დაცვის მხარეს. ამის შემდეგ გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხებიან დაზარალებულები და მოწმეები, უშუალოდ ის პირები, რომლებიც შეესწრნენ ამ ფაქტს“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ბადრი ესებუას ბრალდების საქმეზე სასამართლო დაზარალებულების გამოკითხვას იწყებს

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმის პროკურორის, მირანდა წერეთლის განცხადებით, ბრალდების მხარე დაცვის მხარის პოზიციას ელოდება წინა პროცესზე წარდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ბრალდება ესებუას ხმისა და სუნისა ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა.

წერეთლის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოიკითხებიან დაზარალებულები.

„ვაგრძელებთ საქმის განხილვას, ველოდებით დაცვის მხარის პოზიციას ჩვენს მიერ წარდგენილ შუამდგომლობებთან დაკავშირებით. მათ პოზიციას ჩვენ მოვისმენთ ოფიციალურად დაცვის მხარის მიერ, რასაც გააჟღერებს სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად, გვექნება გარკვეული არგუმენტები იმის მიხედვით, რა პოზიციაც ექნება დაცვის მხარეს. ამის შემდეგ გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხებიან დაზარალებულები და მოწმეები, უშუალოდ ის პირები, რომლებიც შეესწრნენ ამ ფაქტს“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია