ბადრი ესებუას საქმის პროკურორმა სასამართლოს ბრალდებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისა და მისი 20 დღით შესაბამის დაწესებულებაში განთავსების შუამდგომლობით მიმართა

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორმა სასამართლოს ბრალდებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისა და მისი 20 დღით შესაბამის დაწესებულებაში განთავსების შუამდგომლობით მიმართა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აუცილებელია გაირკვეს ბადრი ესებუას ფსიქიკური მდგომარეობა.

„ჩვენ მოცემულ საქმეზე ვითხოვთ ბადრი ესებუას მიმართ ფსიქიატრიული-სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარებას. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს შეესაბამება სრულყოფილად საქმის გარემოებებისა და ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის პრინციპს. ჩადენილ დანაშაულის ხასიათის და საზოგადოების საშიშროებიდან გამომდინარე აუცილებელია გაირკვეს ბადრი ესებუას ფსიქიკური მდგომარეობა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს. ექსპერტიზის ჩატარების გარეშე კარგად მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც დავალებული აქვს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლის საფუძველზე შუამდგომლობთ, რომ ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებამდე 20 დღით მოთავსებული იქნეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. აუცილებელი და მნიშვნელოვანია დადგინდეს ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა. დანაშაულს ჩადენის მომენტში, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ექსპერტიზის დანიშვნა და შემდგომ მისი მოთავსება ამ სტაციონარულ დაწესებულებაში“, - განაცხადა პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ.

დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდების დასაბუთება საფუძველს მოკლებულია, რადგან სამედიცინო დოკუმენტაციით გამყარებული არ არის. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ამასთან დაკავშირებით არც მოწმეა გამოკითხული.

„ეს დაუშვებელია. მე მინდა და ასე ჩავატარებ, ეს არ არის მართებული. ჩვენ ამ მოთხოვნას ვერ დავეთანხმებით“, - განაცხადა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო