ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, ივლისში, ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს პირადად დაესწროს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს პირადად დაესწროს ნატო-ს სამიტს, რომელიც ივლისში ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება.

ინფორმაციას მედია ლიეტუვაში უკრაინის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს არის ჩვენი გეგმა", - აღნიშნა ელჩმა პეტრო ბეშტამ ზელენსკის ვილნიუსში ვიზიტთან დაკავშირებით.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ლიეტუვის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ 11-12 ივლისს ვილნიუსის სამიტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების უმეტესობა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.

ცნობისთვის, რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხოლოდ ორი უცხოური ვიზიტი განახორციელა. ის 2022 წლის დეკემბერში ვაშინგტონს ეწვია, ხოლო ამა წლის თებერვალში ლონდონს, პარიზსა და ბრიუსელს სტუმრობდა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი