ბადრი ესებუა მოსამართლეს მოწმის გამოკითხვისას - ჩემი თხოვნა იქნება, არ აწვალოთ ეს ადამიანი - ვხედავ, რომ ძალიან ცუდ დღეშია

ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ აწვალოთ ეს ადამიანი. მე ვხედავ, რომ ძალიან ცუდ დღეშია და არ ჩაგდოთ ასეთ მდგომარეობაში, - ასე მიმართა „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენების მიცემისას.

პროცესზე, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი იკითხებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ პირი, რომელიც ბანკს თავს დაესხა ისე იყო შენიღბული, მისი იდენტიფიცირება უჭირს.

დაზარალებული პროკურორისა და ადვოკატები ს კითხვებს თითქმის ერთი საათს განმავლობაში პასუხობდა. დაცვის მხარის კითხვაზე, თუ აკავშირებდა ის ბადრი ესებუას ბანკში შეჭრილ მძარცველთან, დაზარალებულმა უპასუხა: „ფიზიკურად ისეთი შენიღბული იყო, ნაცნობის რომ ყოფილიყო , ვერ გავაკეთებდი იდენტიფიცირებას. იყო მაქსიმალურად კარგად შენიღბული“.

მოსამართლემ ბრალდებულს მიმართა დაზარალებულისთვის კითხვა დაესვა, რაზეც ესებუა მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ აწვალოთ ეს ადამიანი. მე ვხედავ , რომ ძალიან ცუდ დღეშია და არ ჩაგდოთ ასეთ მდგომარეობაში“, - განაცხადა ბადრი ესებუამ.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და დაზარალებულთა დაკითხვა მიმდინარეობს. უკვე გამოიკითხა „საქართველოს ბანკის“ ერთი თანამშრომელი. შეგახსენებთ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად