პროფკავშირების გაერთიანება - მიკროავტობუსების მძღოლებს პროფკავშირის დახმარებით საათობრივი ანაზღაურება ეზრდებათ

მიკროავტობუსების მძღოლების საათობრივი ანაზღაურება იზრდება. პროფკავშირსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის შეთანხმება დღეს ოფიციალურად გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი მარტიდან, შპს „მიკროავტობუსში“ დასაქმებული მიკროავტობუსების მძღოლები, ყოველ ნამუშევარ საათზე ანაზღაურებას 1 ლარიანი მატებით მიიღებენ.

„პროფკავშირი მუდმივად აქტიურობს დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების კუთხით. დღეს გაფორმებული შეთანხმება, ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. დამსაქმებელთან შევძელით მოლაპარაკება და დამსაქმებელმა მძღოლების შრომითი პირობები გააუმჯობესა. შემდეგი თვიდან ეს ადამიანები გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ“ - განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ.

მათივე ცნობით, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემდეგი თვიდან 1750 მძღოლი გაუმჯობესებული შრომითი პირობით იმუშავებს. „დამსაქმებელი დასაქმებულებს წლიურად ჯამში 5,900,000 ლარით მეტს აუნაზღაურებს“, - აცხადებენ პროფკავშირებში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო