ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახია, მათგან არ გვიკვირს, რომ საკუთარ შვილთან და ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები - მიაქვთ შეგნებულად ცივი მჭადი, რომ უგემური იყოს და ბევრი არ მოუვიდეს

კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახია და ასეთი ოჯახისგან არც ის გვიკვირს, რომ საკუთარ შვილთან და ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები - მიაქვთ შეგნებულად ცივი მჭადი, რომ უგემური იყოს და ბევრი არ მოუვიდეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე საუბრისას სააკაშვილის ოჯახთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, 500 დღეზე მეტია "აბსურდში ვცხოვრობთ, 500 დღეზე მეტია ამტკიცებენ, რომ კაცი კვდება და კიდევ 5000 დღე შეიძლება ეს გაგრძელდეს ეს აბსურდი".

კითხვაზე - მართლაც რომ დადგეს მსგავსი შედეგი, ვისზე იქნება პასუხისმგებლობა? - კობახიძე აცხადებს, რომ "თვითდამზიანებელზე“.

მისივე თქმით, „თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც ამას ახორციელებს“. კობახიძემ ამის მაგალითად ბელგიის ციხეში 3-კვირიანი შიმშილობის შემდეგ ქართველი პატიმრის გარდაცვალების ფაქტი დაასახელა და აღნიშნა, რომ „ესეც იყო თვითდაზიანება“.

„გასაგებია, რომ სააკაშვილს აქვს პოლიტიკური ინტერესი, დაიკლოს წონაში, ეს არის მისთვის ინსტრუმენტი, რომ მისმა პატრონებმა ისაუბრონ მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ როცა მისივე ოჯახი ახორციელებს ქმედებებს, რომელიც პოტენციურად ზიანს შეიძლება აყენებდეს მის ჯანმრთელობას, ეს გამაოგნებელია, აქედან ჩანს, რა ოჯახთან გვაქვს საქმე. ზოგადად, ეს არის კორუმპირებული ოჯახი. ყველამ ვიცით, ოჯახის თითქმის ყველა წევრი ჩართული იყო კორუმპირებულ საქმიანობაში, სააკაშვილის ოჯახს აქვს მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე, ამოვარდა ახლა FARA- ს კანონის საფუძველზე, დეკლარაციაშია, რომ აშშ- ში აქვთ არაერთი ბინა ნაყიდი და უძრავი ქონება ნაყიდი. ჩვეულებრივი კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახი და ასეთი ოჯახისგან არც ის გვიკვირს, რომ საკუთარ შვილთან და ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები. ეს უბრალოდ კატასტროფაა, მეტყველებს იმაზე რომ ყოველგვარი სიწმინდისგან არის დაცლილი (ოჯახი). პენიტენციურის მიერ მიღებულ საკვებს არ იღებს, ნათქვამი აქვს რომ მხოლოდ ოჯახის მიტანილ საკვებს მიიღებს და ოჯახს შეგნებულად მიაქვს დაბალი კალორაჟის საკვები. არსებობს ერთი და იგივე ტიპის საკვები, რომელსაც აქვს განსხვავებული კალორაჟი, მაგალითად, არ მიაქვთ პური და მიაქვთ მჭადი, მიაქვთ შეგნებულად ცივი მჭადი, რომ უგემური იყოს და ბევრი არ მოუვიდეს და ა.შ. ეს უბრალოდ გამაოგნებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა