მამუკა გამყრელიძე - ბაიდენის ვიზიტი კიევში არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ უკრაინა არის მათი პასუხისმგებლობის ზონა და დასავლეთმა მიიღო მკვეთრი გადაწყვეტილება - ომი დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად, უკრაინის გამარჯვებით

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის შეფასებით, ამერიკის პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი კიევში, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, გამოიკვეთა ამერიკის სრულიად ახალი მიდგომა უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ბრძოლის ველზე და აღმოჩნდეს გარდამტეხი ამ სასტიკი ომის სწრაფად დამთავრებისთვის.

„როგორც ცნობილი გახდა, ამერიკა ახალი, ნახევარ მილიარდიანი დახმარების ფარგლებში, უზრუნველყოფს უკრაინისთვის საავიაციო რადარების გადაცემას, ხოლო 1,8 მილიარდიანი დახმარების ფორმატში უკრაინა მიიღებს JDAM – ER -ის საჰაერო მართვად ე.წ ჭკვიან ავიაბომბებს. ეს ბომბები არ არის თავსებადი რუსული თვითმფრინავებისთვის, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რადარები, რომლებიც საჰაერო თავდაცვის კომპლექტში განიხილება თვითმფრინავებთან ერთად და „ჭკვიანი“ ბომბების გადაცემა, ერთიანობაში უნდა გულისხმობდეს, რომ ამერიკაში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, უკრაინას გადასცენ F 16 ტიპის მრავალფუნქციური თვითმფრინავები.

ამასთან ერთად, კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის მაიკ მაკკოლის ინფორმაციით, რომელიც გაავრცელა „როიტერმა“, ამერიკაში სერიოზულად შეიცვალა მიდგომები და უკვე შეიძლება საუბარი არა მხოლოდ F 16 ტიპის გამანადგურებლების, არამედ შორი მოქმედების რაკეტების ATACMS -ების გადაცემაზე, რომელთა დახმარებითაც უკრაინას შეეძლება ყირიმის ტერიტორიაზე, მათ შორის, სევასტოპოლის პორტზე და ყირიმის ხიდზე წვდომა. ამერიკის პრეზიდენტის მიერ პოლონეთში გაჟღერებული მესიჯები მიანიშნებს, რომ როგორც ჩანს დასავლეთმა მიიღო მკვეთრი გადაწყვეტილება, ომი დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად, უკრაინის გამარჯვებით. ეს გადაწყვეტილება იქნება იმპულსი ევროპელი ლიდერებისთვისაც, თავადაც მიიღონ გადაწყვეტილება, უკრაინას რაც შეიძლება მოკლე პერიოდში აღმოუჩინონ საჭირო სამხედრო დახმარება. ბაიდენის ვიზიტი კიევში არის დადასტურება რუსეთისთვის, რომ უკრაინა არის ამერიკის პასუხისმგებლობის ზონა“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან