რომან გოცირიძე - რა აზრი აქვს მანდატის დატოვებას, როცა ჩემს ნაცვლად პარლამენტში ვერავინ შემოვა, თუმცა, არც ისეთი თავმდაბლობით გამოვირჩევი - მანდატი პარტიის კი არა, ადამიანებისაა

რა აზრი აქვს მანდატის დატოვებას, როცა ჩემს ნაცვლად ვერავინ შემოვა პარლამენტში, თუმცა, არც ისეთი თავმდაბლობით გამოვირჩევი - მანდატი პარტიის კი არა, ადამიანებისაა და მე ვარ რომან გოცირიძე ჩემი ინდივიდუალური წარსულით, პოლიტიკური ცხოვრებით, არავის დასამადლებელი პარლამენტში მანდატი ჩემთვის არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას ფიქრობს იმ ადამიანების მოსაზრებაზე, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პარტიიდან გასვლის შემდეგ, მან მანდატიც უნდა დატოვოს.

გოცირიძე ამბობს, რომ პარლამენტიდან მისი გასვლით როცა სიები ჩახსნილია, ოპოზიციის დასუსტებას შეუწყობს ხელს, რაც "ქართული ოცნების" ინტერესია.

„ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული ოპოზიციის მიერ. დღეს რომ სიები ღია იყოს, რასაც "ქართული ოცნება" არ გააკეთებს, რადგან არ უნდა პარლამენტში იყოს ძლიერი ოპოზიცია, 5 ადამიანი რომელიც შესაძლებელია პარლამენტში შემოსულიყო, არის ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი, არ დავასახელებ გვარებს, 5-ვე გამოადგებოდა პარლამენტს, ამიტომ კითხვა, პარლამენტს ხომ არ დატოვებთ, რა აზრი აქვს ამ შემთხვევაში, ოპოზიციის დასუსტებაა, როცა სიები ჩახსნილია და ჩემს ნაცვლად ვერავინ შემოვა პარლამენტში. თუმცა, არც ისეთი თავმდაბლობით გამოვირჩევი ამ შეკითხვასთან დაკავშირებით, რომ უყვართ ხოლმე თქმა, რომ ეს მანდატები მხოლოდ პარტიისა, პარტიის კი არა ადამიანებისაა და მე ვარ რომან გოცირიძე ჩემი ინდივიდუალური წარსულით, პოლიტიკური ცხოვრებით და არავის დასამადლებელო პარლამენტში მანდატი ჩემთვის არ არის“, - განაცხადა გოცირიძემ.

როგორც გოცირიძე აცხადებს, მან „ნაციონალური მოძრაობის" პარტიაში, პოლიტიკური საქმიანობის თვალსაზრისით, თავი ამოწურა და ამის მიზეზი იყო განსხვავებები პარტიაში, მათ შორის, "ის არათანმიმდევრულობა," რაც პარლამენტში პარტიის მუშაობას ეხებოდა.

მისივე თქმით, "ეს გაუგებრობა დღემდე გრძელდება“, თუმცა, გოცირიძე იმედს გამოთქვამს, რომ ფრაქციის უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და აქტიურად ჩაერთვება საპარლამენტო მუშაობაში, რადგან, მისივე შეფასებით, ბოიკოტის პირობებში უმრავლესობა კომფორტშია.

„პარტიაში, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება დაპირისპირება და მე ჩემ თავში სამწუხაროდ, ვერც ის რესურსი დავინახე, რომ შეიძლება ვყოფილიყავი გარკვეული მედიატორი თუნდაც ამ ვითარების განმუხტვისა. მრავალი წელი ვიყავი ამ პარტიაში მისი დაფუძნების დღიდან, ბევრი მეგობარი და თანამებრძოლი შევიძინე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციის გამარჯვების ერთ-ერთი გზა არის „ნაციონალური მოძრობის" გაძლიერება, თუ კრიზისი არ გაგრძელდება და აქედან გამოვლენ კონსენსუსის გზით, ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა