ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. ღია კარის დღეზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ სამშენებლო კომპანიებს, ახალი პროგრამის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის მიზანი იყო პროგრამისა და გამოსაცხადებელი ტენდერების დეტალები, მათ შორის, პროცედურები უფრო მეტად ხელმისაწვდომი გამხდარიყო დაინტერესებული კომპანიებისათვის. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს უფრო უკეთ მოემზადონ ტენდერებისთვის. კომპანიების აქტიური ჩართულობა და მეტი კონკურენცია მნიშვნელოვანია პროექტის ეფექტიანი განხორციელებისთვის“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ.

როგორც ის განმარტავს, პროექტის მიზანია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პრობლემები გადაიჭრას. ამასთან, აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეში დაიწყება.

"რამდენიმე თვის წინ, პრემიერის ინიციატივით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომელიც ბაგა-ბაღების სრულ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას მოიცავს, რათა საქართველოში საბოლოოდ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პრობლემები გადაიჭრას. დღეს უნდა ჩავატაროთ ღია კარის დღე მონაწილე კომპანიებთან. ბაზრის კვლევები უკვე დამთავრებულია, რათა ფასის დადგენა, მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე ყოფილიყო გათვალისწინებული. საუბარია, 885 ერთეულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე. აქედან, 300 ერთეული ახლიდან აშენდება, ხოლო დანარჩენების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია განხორციელდება. საბოლოოდ, მივიღებთ სრულიად თანამედროვე სტანდარტების შენობებს. 100 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო",-აღნიშნავს ტაბიძე.

რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების დასრულებას, როგორც დავით ტაბიძემ აღნიშნა, სამშენებლო პერიოდები განსხვავებულია.

"სამშენებლო პერიოდები განსხვავებულია, მაგრამ პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ 2024 წელს დავასრულებთ",-აღნიშნავს ტაბიძე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“