მარიამ ქვრივიშვილი და მაია ომიაძე გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ITB ბერლინის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ITB ბერლინის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო ბერლინის ტურისტული გამოფენის ITB 2023-ის მასპინძელი ქვეყანაა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენაზე 80-მდე კომპანიასთან, აჭარის მთავრობასთან, თბილისის მერიასთან, აეროპორტების გაერთიანებასთან და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან ერთად წარდგება.

„გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტული გამოფენა 6 მარტს კულტურული პროგრამით გაიხსნება. გაიმართება ტრადიციული და თანამედროვე ელემენტებისგან შემდგარი ქართული კონცერტი. პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ სექტორის წარმომადგენლებს გამოფენის მთავარი სტენდი წარუდგინა, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. 7 მარტს ბერლინის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდთან ლენტის გაჭრით ოფიციალურად გაიხსნება. მთელი გამოფენის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი მოეწყობა. სტუმრები გაეცნობიან ქართულს კერძებსა და ღვინოს. გამოფენის ვიზიტორები საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმს ვირტუალურ რეალობაში ესტუმრებიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო შეხვედრებს გამართავს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან. ITB 2023-ის ფარგლებში გაიმართება გამოფენის გახსნითი პრესკონფერენცია, სადაც საერთაშორისო მედიის 200 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. მოეწყობა პანელური დისკუსიები. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ შეხვედრები მოეწყობა ტუროპერატორთან და გერმანული მედიის წარმომადგენლებთან. გამოფენის ფარგლებში ITB-ის ტერიტორია, შენობები, პავილიონები და კუთხეები გაფორმდება საქართველოს და ქვეყნის ტურისტული მიმართულების ამსახველი ნიშნებით, ფოტოებით, ლოგოებითა და ვიდეორგოლებით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა