საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში, 16 წლის მოსწავლემ მასწავლებელი მოკლა

საფრანგეთის ქალაქ სენ-ჟან-დე-ლიუზში, სკოლაში, 16 წლის მოსწავლემ ესპანური ენის მასწავლებელი დანით მოკლა.

როგორც მედია წერს, მსხვერპლი 50 წელს გადაცილებული ქალია. ადგილობრივი მედიის ცნობითვე, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მოსწავლე დაკავებულია.

პირველადი ინფორმაციით, მოსწავლეს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა