ირაკლი ქარქაშაძე - ავიაკომპანია EASYJET საქართველოს ავიაბაზრის შესწავლის პროცესშია

მაროკოს ქალაქ ტანჟერში საავიაციო ფორუმი CONNECT 2023 დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, რიგით მე-19 საერთაშორისო ფორუმზე, სადაც 60 ქვეყნიდან 75 ავიაკომპანიისა და 280 აეროპორტის 600 დელეგატი მონაწილეობს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს. ღონისძიება საფრანგეთის აეროპორტების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა და CONNECT-ის დამფუძნებელმა კარენ ბუტომ გახსნა და დელეგატებს სამადლობელი სიტყვით მიმართა.

მათივე ცნობით, ფორუმის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, რომელსაც კომპანიის დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ხელმძღვანელობს, პირველი შეხვედრა ბრიტანულ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია EASYJET-თან გამართა. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ანალიზით არის დაკავებული.

,,საავიაციო ფორუმი CONNECT 2023-ის პირველსავე დღეს შევხვდით ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიას. მოგეხსენებათ, ბრიტანეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია და პირდაპირი რეისების არსებობა ლონდონთან პრიორიტეტულია. ვესაუბრეთ, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ. EASYJET საკმაოდ კარგად იცნობს უკვე ჩვენს ბაზარს და კონკრეტული დეტალებისა და ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების შესწავლის პროცესშია“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძე.

ფორუმის პირველ დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შეხვედრებს Eurowings-თან, AIR Serbia-თან, Saudia Airlines-თან და ნეაპოლის აეროპორტთან გამართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა