ბადრი ესებუა პროკურორებს - ხელოვნურად ნუ დაამძიმებთ მოწმის ემოციურ მდგომარეობას

ხელოვნურად ნუ დაამძიმებთ მოწმის ემოციურ მდგომარეობას, - ასე მიმართა ,,საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ საქმის პროკურორებს.

,,ეს მოწმე რომ დავინახე, ძალიან დადებითი ემოციითაა და პროკურორები ცდილობენ, რაღაცნაირად დაამძიმონ, ერთი ორჯერ შევნიშნე და მე ვფიქრობ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ემოციებს“,- აღნიშნა ესებუამ.

ესებუას ამ განცხადების შემდეგ ბრალდების მხარემ სასამართლოს მოწმეების მოხსნის შუამდგომლობით მიმართა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

,,ვერ მივხვდი ეს ირონიული შუამდგომლობაა, თუ რეალური, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენივე მტკიცებულებებია ქალბატონო მირანდა და შესაბამისად თქვენ გაქვთ იმის უფლება, რომ არცერთი მოწმე არ მოიყვანოთ. ბრალდებული საუბრობს, რომ ემოციური ფონია, რომ ეს ემოციური ფონი არ გვინდა სასამართლოს და ამ შემთხვევაში საზოგადოებას ვანახოთ“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა