26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსზე რეგისტრაცია 24 თებერვალს დასრულდება

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ ამერიკის საელჩოსთან პარტნიორობით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ესეების კონკურსს აცხადებს.

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ინფორმაციით, საქართველოს მაშტაბით X, XI და XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში თემაზე “ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი”.

„რეგისტრაცია 24 თებერვალს 18:00 საათზე დასრულდება.

ესეების კონკურსი 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლი იუნკერების ხსოვნას ეძღვნება. მისი მიზანი მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციაა.

ნამუშევრების წარდგენა/დაწერა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.

პირველ ადგილზე გასული ესეს ავტორი აგვისტოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს კონფერენციაზეც "CHANGE THE WORLD - MODEL UN CONGERECE“-ზე გაემგზავრება.

პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები მიიღებენ ამერიკის საელჩოს სერტიფიკატებს, ასევე ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესისგან მიიღებენ American High School (AP) პროგრამის კურსზე სრულ დაფინანსებას და შესაბამის ამერიკულ აკრედიტირებულ დიპლომს.

რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/3lHiNU8 “,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის