გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 თებერვალს 11:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, წილკანი, საგურამო, მუხრანი, ხოლო 12:00-დან 15:00 საათამდე - სოფლებში მუხათწყარო, ლისი, თხინვალა.

11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს ქ. დუშეთში რუსთაველის, ფარნავაზის, სტალინის, ტაბიძის, კოსტავას, ერისთავის, მწითურის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კობიაანთკარი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი, მთვარელიანი. ხოლო 14:30-დან 15:30 საათამდე - აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, საყდრიონი, ხევსურთსოფელი, თრანი, ნადოკრა, კვერნაულა, ევჟენტი, წყაროთუბანი, გუდანელები და მიმდებარე სოფლებში.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში