შოთა ბურჯანაძე - ბერლინის გამოფენა საუკეთესო შესაძლებლობაა ვაჩვენოთ მსოფლიოს როგორ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ტურისტებს საქართველოში

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB 2023-ის მონაწილე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი შეხვდნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები პრეზენტაციაზე გამოფენის დეტალებს გაეცნენ. ITB 2023-ზე კერძო სექტორის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.

„ეს უპრეცედენტო შემთხვევაა საზღვარგარეთ საქართველო მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენის მასპინძელი იყოს. შემთხვევით არ ხდება და ძალიან დიდი შრომაა გაწეული. საუკეთესო მომენტია ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები გამოვლინდეს და ვაჩვენოთ მსოფლიოს როგორ შეგვიძლია წარვდგეთ, როგორც ტურისტების მასპინძელმა ქვეყანამ. სტუმარმასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, სწორედ ამ სახელით წარვდგებით გამოფენაზე“,-აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის განცხადებით გერმანიის ტურისტული გამოფენა კარგი შესაძლებლობაა სერვისის გაუმჯობესებისთვის.

„კოვიდპანდემიის შემდეგ 5.5 მილიონი ტურისტი ეწვია საქართველოს, მილიარდობით თანხა შემოვიდა, რაც ეკონომიკაში ბრუნავს და ეს ციფრები გრძელვადიან და მოკლე ვადიან პერსპექტივაში გაზრდის საშუალებას იძლევა. ჩვენი გამოწვევაა სერვისის გაუმჯობესება. გამოფენაში მონაწილეობით მიღებული გამოცდილება ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს ამ დარგში მომუშავე ადამიანებმა დახვეწონ მუშაობა და მსოფლიოს ვაჩვენოთ როგორი სტუმართმოყვარე ერი ვართ“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის