თეა ახვლედიანმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო. თეა ახვლედიანმა გმირის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.

„დღეს 5 წელი შესრულდა ახალგაზრდა ქართველი გმირის არჩილ ტატუნაშვილის შემზარავი მკვლელობიდან, რომელმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა, სამშობლოს ერთიანობის და ღირსების დაცვას. მსურს, ქედი მოვიხარო მისი ხსოვნის წინაშე და კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაზე ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანაში დღემდე მიმდინარე ოკუპაციის უმძიმეს შედეგებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს და აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც პასუხს აგებენ ჩადენილი დანაშაულისთვის ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი გმირების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე პირები და აუცილებლად, ჩვენი სამშვიდობო, თანმიმდევრული პოლიტიკით მოხდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ომით გაყოფილი საზოგადოების გაერთიანება,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი