თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს, მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007-2011 წლებში მსახურობდა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს