„საქპატენტი“ - ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ჩატარებულ 700 გაკვეთილს 2200 მოსწავლე დაესწრო

პროექტი „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში“ დასრულდა. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა სასკოლო განათლებაში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების დანერგვას, ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიაში გადამზადდა 28 სკოლის 108 მასწავლებელი, რომლებმაც განვლილ სასწავლო პერიოდში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ 700 გაკვეთილი ჩაატარეს.

გაკვეთილებს ესწრებოდა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების 2200 მოსწავლე.

„მასწავლებლების გადამზადების პროგრამა მოიცავდა ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლების შესწავლასა და პრაქტიკულ მეცადინეობებს. პროექტი ითვალისწინებდა, აგრეთვე, მასწავლებლების უზრუნველყოფას ქართულ ენაზე გამოცემული გზამკვლევით, გაკვეთილების გეგმებით, წიგნებით, ბროშურებით, სამაგიდო თამაშებითა და სხვა საჭირო ნივთებით.

22 თებერვალს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა პროექტის შედეგების პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძესთან და ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ხელმძღვანელ მარტინ მარიანოვთან ერთად ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტში ჩართული სკოლების დირექტორები და მასწავლებლები. შეხვედრას დაესწრო, აგრეთვე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი.

„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EUGIPP-ის ნაწილია, რომელსაც საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერის მიზნით სამი წელია ახორციელებს EUIPO. ღონისძიებაზე, პროექტის შედეგების საილუსტრაციოდ, წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების საფუძველზე შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები - სხვადასხვა დარგის მცირე გამოგონებები, საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებები, დიზაინერული ნაწარმი და სასაქონლო ნიშნები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია