ადვოკატი - დაზარალებულები ვერ ახდენენ იდენტიფიცირებას, რომ ნამდვილად ბადრი ესებუა იყო მძარცველი

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულებმა ვერ მოახდინეს მძარცველის იდენტიფიცირება.

მისივე თქმით, აქვს განცდა, რომ ბრალდების მხრიდან „შეგნებულად ხდება ბადრი ესებუას დისკრედიტაცია“.

საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 1-ელ მარტს, 11:00 საათზე ჩატარდება.

,,ბრალდება იმ ბრალდებაზე აპელირებს, რაც წარდგენილი აქვს ბადრი ესებუას. ბრალი არის აბსტრაქტული, არ არის კონკრეტული, რადგან დაზარალებულები მოდიან და იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ, რომ ნამდვილად ბადრი ესებუა იყო ის მძარცველი, რომელიც [ბანკში] იყო. ასევე ამბობენ, რომ მძარცველი, რომელიც იყო არავითარ შემთხვევაში არ გამოხატავდა პოზიციას, რომ მაგალითად ტერორისტულ აქტს ჩადიოდა, რომ ეს ადამიანი სახელმწიფოსგან რამეს ითხოვდა, არცერთ მოწმეს არ დაუფიქსირებია. შესაბამისად, დანარჩენი უკვე შეფასებითია და დარწმუნებული ვარ, როდესაც სასამართლო შეაფასებს, სასამართლო მივა იქამდე, რომ აქ ტერორისტულ აქტთან არ გვაქვს კავშირი, რადგან მსგავსი რამ არ არსებობს. მაქსიმუმ იყოს ყაჩაღობის მუხლი. თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავ, ბადრი ესებუასთან დაზარალებულების არანაირი შეხება არ ფიქსირდება”, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს