კრემლი აცხადებს, რომ ალან გაგლოევის კორონავირუსით ინფიცირების გამო, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ჩაიშალა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერთან ალან გაგლოევთან, გაგლოევის კოვიდის დადებითი ტესტის გამო ჩაიშალა.

კრემლში განაცხადეს, რომ მათი შეხვედრა სამომავლოდ გადაიდო.

„მიღებულია გადაწყვეტილება, ვლადიმერ პუტინისა და "სამხრეთ ოსეთის" პრეზიდენტის გაგლოევის მოლაპარაკებების მოგვიანებით გადადების შესახებ, რომელიც ოთხშაბათს იყო დაგეგმილი. სამწუხაროდ, მისმა ტესტმა კოვიდზე დადებითი შედეგი აჩვენა“ , - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა და გაგლოევს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

"სამხრეთ ოსეთის" ლიდერის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ განაცხადა, რომ გაგლოევის მდგომარეობა სტაბილურია და მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ის თვითიზოლაციაში იქნება.

„რესპუბლიკაში დაბრუნების შემდეგ ალან ედუარდოვიჩი თვითიზოლაციაში იქნება და ექიმების ყველა რეკომენდაციის შესრულებას გააგრძელებს. პრეზიდენტი გეგმავს დისტანციურად მუშაობას“, - თქვა მან.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის