ჯო ბაიდენმა რუსეთის გადაწყვეტილებას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერების თაობაზე შეცდომა უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეცდომა დაუშვა, როდესაც შეაჩერა რუსეთის მონაწილეობა აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული იარაღის კონტროლის ბოლო ხელშეკრულებაში.

„დიდი შეცდომა" , - განაცხადა მან მოსკოვის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას.

ეს იყო ბაიდენის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთი „აჩერებს“ მონაწილეობას ხელშეკრულებაში უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის გამო და შეერთებული შტატები და ნატოში მისი მოკავშირეები რუსეთის განადგურებაზე ღიად მუშაობაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო დუმამ ერთხმად მიიღო კანონი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების თაობაზე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა