აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის შეცვლა აშშ-სგან უკრაინისთვის დახმარების ცვლილებას არ გამოიწვევს

პრეზიდენტის შეცვლა აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის დახმარების ცვლილებას არ გამოიწვევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ ჩოლეტმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე პასუხისას თუ რა მოხდება 2024 წელს აშშ-ში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში, ჩოლეტმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დახმარება იმ არამრავალრიცხოვან საკითხებს განეკუთვნება, რომელზე "დემოკრატებიც" და "რესპუბლიკელებიც" თანხმდებიან.

“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აშშ-ში უკრაინისთვის ჩვენი დახმარების ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს”, - თქვა ჩოლეტმა.

მისი თქმით, ომის დაწყებიდან გასული ერთი წლის განმავლობაში აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, რაც 2021 წლის უკრაინის თავდაცვით ბიუჯეტს ექვსჯერ აღემატება.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე