ანდრეი ერმაკი - ჩვენ და აშშ-ს ერთნაირი გაგება გვაქვს იმის, თუ რა არის გამარჯვება - ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა

აშშ-სა და უკრაინას ერთნაირად ესმით, რას წარმოადგენს გამარჯვება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“ჩვენ და აშშ-ს ერთნაირი გაგება გვაქვს იმისა, თუ რა არის გამარჯვება: ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა”, - განაცხადა ერმაკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ნატოში წევრობასა და უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ეცდება, რათა აგრესიის მომავალში გამეორება არ დაუშვას.

“ამის გარდა, თუ ყველაფერი [დარჩება], როგორც არის, მაშინ აგრესიის გამეორების შანსი ძალიან მაღალია. ამიტომ ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიები და ნატოში წევრობა”, - დასძინა ერმაკმა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კიევში მოულოდნელმა ვიზიტმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის გადაცემა დააჩქარა.

ერმაკმა ასევე ივარაუდა, რომ დიდი ბრიტანეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინისთვის დასავლური საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას განბლოკავს.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება