ზვიად ძიძიგური - სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ენას კბილი დააჭირონ

ციხეში ჩავარდნილი, გულგატეხილი, დაუძლურებული, ფსიქიკურად შერყეულ მდგომარეობის კაცზე იღლიცინო, უღირს საქციელად მიმაჩნია, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსი“ განაცხადა.

ძიძიგურის თქმით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ენას კბილი უნდა დააჭირონ.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

„ხელისუფლება, რომ ამბობს, მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტობსო, ბოდიში, მაგრამ სიმულიანტობა არის ერთჯერადი მოვლენა. შეიძლება თვეების განმავლობაში დაიკლო 40 კილო, თან კახექსია დაგემართოს? მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც ჰგონია, რომ სააკაშვილი უდანაშაულოდ ზის. მის ჯანმრთელობაზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. ის, რა განცხადებებსაც აკეთებენ, დასცინიან, ლაზღანდარობენ, ქილიკობენ, ღლიცინებენ ამ თემაზე, ეს არის გულისამრევი. მე თვითონ ვიყავი პატიმარი და ვიცი, რასაც ნიშნავს პატიმრობაში ყოფნა. ვინც არ იცის და ამას უყურებს. ძალიან მაგარი ანტინაციონალისტები რომ გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის სადღეგრძელოს მაგიდაზე შემხტარი სვამდნენ, მე ასეთი ადამიანების არ მჯერა. ციხეში ჩავარდნილი, გულგატეხილი, დაუძლურებული, ფსიქიკურად შერყეულ მდგომარეობის კაცზე იღლიცინო, უღირს საქციელად მიმაჩნია. ვინც, ამას აკეთებს, ყველა ჩემ თვალში, უღირსი ადამიანია. პოლიტიკაში როდესაც ხარ, შეიძლება ციხეშიც აღმოჩნდე, გადასახლებაში და ყველგან. სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ენას კბილი დააჭირონ!

მისი ოჯახის წევრი რასაც იტყვის, ამაზე არ არის საჭირო იუსტიციის მინისტრი გამოვარდეს და კომენტარი აკეთოს. იუსტიციის მინისტრი არის მაღალი თანამდებობის პირი, სახელმწიფოს ერთ-ერთი საკვანძო სტრუქტურის ხელმძღვანელი და არ უნდა იქცეოდეს ისე როგორც იქცევიან“,- განაცხადა ძიძიგურმა.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის თემა საქართველოს ფარგლებს გასცდა.

„გადავიდა ევროკავშირის რეზოლუციებში, პრეზიდენტი ზელენსკი სააკაშვილის სურათებით გამოვიდა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ნუ მოკლავთ ციხეში სააკაშვილსო. ეს თემა ასე არ დამთავრდება. მუდმივად გაგრძელდება. მგონი, ხელისუფლება ჭრელი პეპელას მდგომარეობაშია. გაუშვებენ ვაია, არ გაუშვებენ უი. ასეთ დღეში თვითონ ჩაიგდეს თავი, რადგან არასწორად მოიქცნენ. ჰგონიათ, რომ სააკაშვილი დაამცირეს, მათ თავიანი თავები დაიმცირეს“,- განაცხადა ძიძიგურმა.

ამასთან, ძიძიგურმა უკრაინა საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, ამის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების ტექსტები რუსეთის ხელისუფლებისთვის ნაკლებად მაამებლური იქნება.

მისივე თქმით, თუკი საქართველო არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ამით ხელისუფლება „მეტი თავხედობის უფლებას შეიძენს“.

„შემდეგ განხილვაზე თუკი არ მოგვცემენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ამით ხელისუფლებას გული არ გაუსკდება, პირიქით უფრო მეტი თავხედობის უფლებას შეიძენს, აღვირახსნილი ქმედებისთვის მეტ თავისუფლებას შეიძენენ. იმ შემთხვევაში თუკი კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს უფრო მეტი ბერკეტი ექნებათ, იმისათვის, რომ იმ თამაშის წესით ითამაშოს საქართველომ, როგორც მთელი განვითარებული მსოფლიო თამაშობს.

ხშირად ვატყობ ოპოზიციის მხრიდან დაუფარავ სიხარულს წარუმატებელი საერთაშორისო პასაჟების დროს. ლიმონი, მაინც ჭამეთ ცოტა უკმაყოფილება სახეზე მაინც გეტყობოდეთ. ამით ჩვენი ქვეყანა ზარალდება. ის, რომ ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხდება, ეს მხოლოდ ხელისუფლებას მეტი თავხედობის უფლებას მისცემს“, - განაცხადა ძიძიგურმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო