ანჯეი დუდა - რუსეთს კოლონიური ამბიციები აქვს, სურს დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები, ის თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს

რუსეთი არის იმპერია, რომელსაც კოლონიური ამბიციები აქვს. მას სურს, დაიმორჩილოს სხვა ერები და ქვეყნები, ამის საუკეთესო მაგალითია დღეს უკრაინა, მაგრამ არიან სხვა ქვეყნებიც - 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ახორციელებს დესტაბილიზაციას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

„რუსეთი მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში დესტაბილიზაციას ახორციელებს. უკრაინა განიცდის რუსეთის მხრიდან ფრონტალურ შეტევას, მაგრამ ეს იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი აღადგენს თავის იმპერიულ ამბიციებს და უნდა შეაჩეროს ეს. თავისუფალმა სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთი, რომ შეაჩეროს ეს“, - აღნიშნა დუდამ.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ სურს პოლონეთს, უკრაინას დაეხმაროს.

„ეს არის ჩვენი პოზიცია და ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რადგან გვჯერა, რომ თუ უკრაინა წინ აღუდგება რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს შეაჩეროს ეს იმპერიული ამბიციები“, - აღნიშნა დუდამ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა