ანტონიო გუტერეში - რუსეთის უკრაინაში შეჭრა ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა

ეს შეჭრა ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა, ეს არის გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, სადაც უკრაინისა და მისი მოკავშირეების მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციას განიხილავენ, რომელიც უკრაინიდან რუსეთის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასვლას მოითხოვს.

გუტერეშის განცხადებით, ომი აძლიერებს რეგიონულ არასტაბილურობას და აძლიერებს გლობალურ დაძაბულობასა და განხეთქილებას.

"თვითკმაყოფილება მხოლოდ გააღრმავებს კრიზისს და კიდევ უფრო დააზიანებს ჩვენს საერთო პრინციპებს, რომლებიც ქარტიაშია გაცხადებული. ომი არ არის გამოსავალი. ომი არის პრობლემა. უკრაინაში ხალხი ძალიან იტანჯება. უკრაინელებს, რუსებს და სხვა ხალხებს მშვიდობა სჭირდებათ“, - აღნიშნა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომელიც ხაზს უსვამს „უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის რაც შეიძლება მალე მიღწევის აუცილებლობას, გაერო-ს წესდების პრინციპების შესაბამისად".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან