ვლადიმერ პუტინი - ბირთვული ტრიადის გაძლიერებას დიდ ყურადღებას მივაქცევთ

ისევე, როგორც მანამდე, დიდ ყურადღებას მივაქცევთ ბირთვული ტრიადის გაძლიერებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომელმაც რუსებს „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცა.

„წელს, საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანთ „სარმატის“ სარაკეტო სისტემის პირველ გამშვებებს ახალი მძიმე რაკეტით. გავაგრძელებთ „კინჟალის“ ჰიპერბგერითი სისტემების სრულ წარმოებას და დავიწყებთ „ცირკონის“ საზღვაო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტების მასობრივ განლაგებას“, - განაცხადა პუტინმა დღეს დილით გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის წილი საზღვაო სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში 100 პროცენტს მიაღწევს.

მან „სამშობლოს დამცველის დღე“ უკრაინის ომში მონაწილე რუს სამხედროებს მიულოცა და განაცხადა, რომ ისინი ებრძვიან „უკრაინაში ფესვგადგმულ ნეონაციზმს“.

„მინდა გულწრფელად მივულოცო დღესასწაული სამხედრო მოსამსახურეებს, მოხალისეებს, მობილიზებულ მოქალაქეებს, სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს, რომლებიც მონაწილეობენ სპეცოპერაციაში. ახლა ჩვენი მებრძოლები გმირულად ებრძვიან უკრაინაში ფესვგადგმულ ნეონაციზმს, იცავენ ჩვენს ხალხს ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა პუტინმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს