ჩინეთში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 53 - დაკარგულად ითვლება

ჩინეთში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 53 - დაკარგულად ითვლება

ჩინეთში, შიდა მონღოლეთის რეგიონში მეწყრის შედეგად ქვანახშირის მაღარო ჩამოიშალა, 2 ადამიანი დაიღუპა, 6 - დაშავდა და 53 - დაკარგულად ითვლება.

სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა სტიქიის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების განკარგულება გასცა.

”ყველა შესაძლო ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ დაკარგული პირების გადასარჩენად და დაშავებულების სამკურნალოდ”, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოებში ასობით მეხანძრე, მაშველი, სამაშველო ძაღლები და სპეციალური ტექნიკაა ჩართული.