ლევან ცუცქირიძე - დღეს ჩვენ ვართ ყველაზე ცუდი ურთიერთობების ეტაპზე, რომელიც საქართველო-უკრაინას შორის ოდესმე ყოფილა

„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის", უკრაინის საელჩო საქართველოში და ჰოლანდიის საელჩო უკრაინაში კონფერენციას -"რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი" მართავს. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის აგრესია და საქართველო-უკრაინის ურთიერთობებია. ღონისძიებაში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, აკადემიკოსები და საელჩოების წარმომადგენლები.

კონფერენციას ესწრება საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრეი კასიანოვი.

როგორც „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, აღნიშნულ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ არის.

„ვფიქრობ, დღეს ჩვენ ვართ ყველაზე ცუდი ურთიერთობების ეტაპზე, რომელიც საქართველო-უკრაინას შორის ოდესმე ყოფილა. ეს არის ძალიან სამწუხარო. თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ კონფერენციას მართავს არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორებთან თანამშრომლობით და არა საქართველოს მთავრობა, რომლის არცერთი წარმომადგენელი დღეს არ არის ამ კონფერენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტს პირადად მივმართე წერილობითი თხოვნით როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად, რომ მობრძანებულიყვნენ და საკუთარი მოსაზრებები ეთქვათ. აქ მტრული გარემო არავისთვის არის. არცერთი მათგანი აქ არ არის. ეს არის იმის ნიშანი, თუ რას გეგმავს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. სამწუხაროა ეს", -განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა