ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნების“ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს დაეკეტება ევროკავშირის კარი

ამ კანონის ინიცირება და მიღება, რისი განზრახვაც აქვს „ქართულ ოცნებას", არის დივერსია, მოწყობილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ასე ეხმიანება "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ პროექტს, რომელიც მიხედვით უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი იქმნება.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ინიციატივა ეკუთვნის უშუალოდ "ქართულ ოცნებას", არანაირი "ხალხის ძალა" ცალკე არ არსებობს და არსებობს მხოლოდ "ქართული ოცნება" რუსული გავლენით.

„ქართული ოცნების" რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს დაეკეტება ევროკავშირის კარი, ამის შესახებ ევროკავშირის სპიკერმა უკვე განაცხადა, ეს განცხადება არის საჯარო და ნათელია, რომ ამ კანონის ინიცირება და მიღება რისი განზრახვაც აქვს "ქართულ ოცნებას", არის დივერსია მოწყობილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს არის საქართველოს იზოლაციაში მოქცევის გეგმა, როცა დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც წლებია საქართველოს მხარში უდგანან და ეხმარებიან, ხელისუფლება გამოაცხადეს აგენტების დამფინანსებლად. ეს საქართველოს დატოვებს მარტოს რუსეთის ოკუპაციის წინაშე.

სასაცილოც არ არის, საკუთარ კანონპროექტს დაურეგისტრირეს ალტერნატივა, ეს რომ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო პროცესს ეხებოდეს, იქნებოდა იუმორის ჟანრი, მაგრამ რადგან საქართველოს ეხება უფრო გროტესკია,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში უკვე წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

ამასთან, "ხალხის ძალა" პარლამენტს ალტერნატიულ პროექტს - ამერიკული კანონის კოპირებას სთავაზობს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის